მძიმე პერიოპერატიული სისხლდენის გზამკვლევი
    სიახლე დამატებულია: 11-08-2013

,,საზოგადოების ძვირფასო წევრებო, ევროპის ანესთეზიოლოგთა საზოგადოებამ (ESA), გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი გზამკვლევი - ,,მძიმე პერიოპერაციული სისხლდენის მართვის გზამკვლევი,,

მისი ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე:

http://journals.lww.com/ejanaesthesiology/Fulltext/2013/06000/Management_of_severe_perioperative_bleeding_.2.aspx

 

ESA-რეკომენდაციით ჩვენი საზოგადოება იწყებს ამ დოკუმენტის და აგრეთვე ,,უსაფრთხო ანესთეზიის ჰელსინკის დეკლარაციის,, პროტკოლების თარგმნას, რათა მომავალში, 2014 წლის განმავლობაში დავნერგოთ ისინი კლინიკურ პრაქტიკაში და სამინისტროსთან შეთანხმებით მიეცეს მათ ეროვნული გზამკვლევების და პროტოკოლების კლასიფიკაცია. ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება საქართველოში უსაფრთხო ანესთეზია რეანიმაციის კონცეფციის დანერგვაში და ჩვენი დარგის დასავლურ სტანდარტებთან ინტეგრაციის პროცესში!

ამიტომ, ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც გაქვთ სურვილი მიიღოთ მონაწილეობა ამ დოკუმენტების თარგმნასა და შემდგომ იმპლემენტაციის პროცესში, გთხოვთ 2013 წლის 31 დეკემბრამდე მოგვაწოდოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოქმედი ელ. ფოსტის მისამართი), მუშა ჯგუფში ჩარიცხვისათვის, ჩვენი საზოგადოების წევრობა აუცილებელი პირობაა!

ველით თქვენ გამოხმაურებას! ამ პროცესის მნიშვნელობას ალბათ ყველა თქვენგანი ათვითცნობიერებს

მსურველები დაუკავშირდით ქ-ნ ირინა წირქვაძეს,,

 

პროფ. მამუკა ჩხაიძე

საკმს-ს საბჭოს წევრი

სასწავლო ცენტრის CEEA Georgia-ს დირექტორი