ძვირფასო კოლეგებო
    სიახლე დამატებულია: 9-10-2014

ძვირფასო კოლეგებო,

საქართველოს ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის საზოგადოება აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას ჩვენი დარგის განვითარებისთვის.

ჩვენი ინიციატივაა ვთარგმოთ, მივცეთ საბოლოო დოკუმენტის სახე და განსახილველად და დასამტკიცებლად წარვუდგინოთ ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ჰელსინკის დეკლარაცია, რომელიც ეხება უსაფრთხოების დაცვას და ხარისხის უზრუნველყოფას ანესთეზიაში, ინტენსიურ თერაპიაში და გადაუდებელ მედიცინაში. ვფიქრობთ აღნიშნული დოკუმენტი ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი დარგისთვის.

ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდეთ და მონაწილეობა მიიღოთ დოკუმენტის შექმნაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

გარდა ამისა, ქვემოთ მოყვანილია ლინკი, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ინტენსიურ თერაპიაში ევროპული ტრეინინგის სილაბუსის ქართული ვერსია, რომლის შექმნაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩვენი საზოგადოების წევრებმა. აღნისნულ დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი თეორიული საკითხები და პრაქტიკული კომპეტენციები დარგის სპეციალისტებისთვის. აღსანიშნავია და ჩვენთვის საამაყოა, რომ საზოგადოების მიერ შემუშავებული ეს დოკუმენტი გამოქვეყნებულია საერთაშორისო საიტებზე. http://www.cobatrice.org/data/upload/CoBaTrICE_Georgian_05-11-2013.pdf

ვიმედოვნებთ აქტიურად ითანამშრომლებთ ჩვენთან.

პატივისცემით საზოგადოების გამგეობა