საკმსს 2019
    

ძვირფასო კოლეგებო,

 

2019 წლისთვის  საზოგადოებაში გაწევრიანება დაიწყო !

 შეგახსენებთრომ საზოგადოების წევრობით თქვენ კვლავ გექნებათ შესაძლებლობა  გახდეთ ევროპის ანესთეზიოლოგიური საზოგადოების (ESA) ასოცირებული წევრი 2 წლის ვადით და მიიღოთ მთელი რიგი სარგებელიასევე გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ ESICM (European Society of Intensive Care Medicine) წევრი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით .. Dual membership-ის საშუალებით (იხ. https://www.esicm.org/product/dual-membership/.

https://www.esahq.org/about-us/esa-membership/membership-type/associate-member-benefits/)

საზოგადოების წევრობით უფასოდ გექნებათ წვდომა გაიდლაინებზე და პროტოკოლებზე, CEEA კურსებზე და მნიშვნელოვანი ფასდაკლებები საერთაშორისო კონგრესებზეტრენინგებზე თუ ვორქშოფებზერომელიც ჩვენი საზოგადოების ეგიდით გაიმართება.

2017 წელს  ჩვენ დავასრულეთ CEEA-პირველი ციკლი- 38 მონაწილემ მიიღო CEEA სერტიფიკატი,  2018 წლიდან დავიწყეთ მეორე ციკლ (მსმენელებს, რომლებსაც არ გაუვლიათ  პირველი კურსი შეუძლიათ შემოურთდნენ , მეორე კურსი ჩატარდება 2019 წლის ნოემბერში ).

კიდევ ერთი სიახლე:

საზოგადოების ინიციატივით შეიქმნა უსაფრთხო ანესთეზიის სტანდარტების - ჰელსინკის დეკლარაციის- საქართველოში დანერგვის "მუშა ჯგუფი". მსურველებს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ!

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მომავალ წელს: საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების მესამე საერთაშორისო კონგრესი, ჩატარდება 2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში!

როგორც ყოველთვის , ამჯერადაც  მოწვეული არიან ჩვენი დარგის მსოფლიო ექსპერტები, მათ შორის: ESA- ს პრეზიდენტი S. De Hert, და სხვა ოფიციალური პირები. განასკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ამ კონგრესის ფორმატში, ერთი დღე სრულად დაეთმობა ტრანსპლანტოლოგიის საკითხებს - მეიოს კლინიკის  ექიმთა მულტიდისციპლინური  ჯგუფის მიერ ორგანიზებულ სესიას!

ამავე კონგრესთან იქნება აფილირებული CEEA-ს მეორე კურსი  Heart and Circulation.

პროგრამა და რეგისტრაციის პირობები გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 

ასე, რომ გაწევრიანდით, ჩვენი საზოგადოების წევრობა დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდაში და საერთაშორისო (დასავლური) გამოცდილების და კონტაქტების გაღრმავებაში!  ჩვენ კვლავ მაღალი სამედიცინო სტანდარტების და უსაფრთხო ანესთეზია - კრიტიკული მედიცინის

საზოგადოების წლიური საწევრო ექიმებისთვის  იქნება 100  ლარიხოლო რეზიდენტებისექთნებისა და უმცროსი ექიმებისთვის 60 ლარი



საზოგადოების საბანკო რეკვიზიტები: 



ააიპ. სა. ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის საზოგადოება

ანგარიშსწორების ანგარიში/ GE45TB7342036020100003

 

 

 

 გილოცავთ შობა - ახალ წელს!

 

პატივისცემით,

ასოც. პროფ.  მამუკა ჩხაიძე,                         

საკმს პრეზიდენტი.