პრეზიდენტის წერილი
    

 

ძვირფასო კოლეგებო,

დღე დარჩა საქართველოს ანესთეზიოლოგიისა კრიტიკული მედიცინის საზოგადოების მესამე საერთაშორისო კონგრესის გახსნამდე!

ჩვენს კონგრესს ესწრება ევროპის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საზოგადოების (ESA) პრეზიდენტი, საგამოცდო კომიტეტის თავმჯდომარე ,რაც თავისთავად ჩვენი საზოგადოების და კონგრესის საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს.

თქვენი აქტიური მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი - თქვენი საზოგადოების განვითარებისთვის. ჩვენი არსებობის მანძილზე ერთობლივი ძალისხმევით სერიოზული ნაბიჯები გადავდგით.

წინ კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი საქმე გველის!

ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი კონგრესი წარმატებულად ჩატარდეს, ამისთვის კი თქვენი მხარდაჭერაა საჭირო! წელს ჩვენს საზოგადოებაში 100 კოლეგა გაწევრიანდა, ყოველი მათგანისგან ველით კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას, ასევე ვიწვევთ მათ ვინც ვერ მოახერხა გაწევრიანება.

ბმულში იხილეთ კონგრესის და CEEA II  პროგრამა, სადაც ჩანს, რომ ძალიან წარმომადგენლობითი და საინტერესო პრეზენტაციები გელოდებათ, რომელთაც ჩვენი დარგის საერთაშორისო ექსპერტები წარმოადგენენ.

გთხოვთ, დროულად გაიაროთ რეგისტრაცია!  

გახსნა 08.11.19-ს 17:30 სასტუმრო თბილისი მერიოტი

რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

gsaccm@yahoo.co.uk

პატივისცემით,

მამუკა ჩხაიძე,

საქართველოს ანესთეზიოლოგიისა კრიტიკული მედიცინის საზოგადოების და მესამე  საერთაშორისო კონგრესის პრეზიდენტი.