სწავლება პროექტები

საქმიანობა, სწავლება და პროექტები.

 

საქმიანობა:

საერთაშორისო კლინიკურ გაიდლაინების თარგმნა და საქართველოში დანერგვა (იმპლემენტაცია).
საქართველოში ჩვენი სპეციალისტების განვითარების ხელშეწყობა. ექიმთა და პაციენტთა უფლებების დაცვა.

სწავლება:

მოკლე ვადიანი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამით, ჩვენი საზოგადოება დღეისათვის ატარებს სამ
ტრეინინგს:
1. მძიმე სეფსის სეპტიური შოკის მართვის გაიდლაინი-10 კრედიტ ქულა (საათი).
2. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის თანამედროვე მეთოდები და რეჟიმები-15 კრედიტ ქულა (საათი).
3. ცენტრალური ვენური და ფილტვის არტერიის კათეტერების გამოყენების და უსაფრთხოების გაიდლაინი. 15 კრედიტ ქულა (საათი).
4. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პედიატრიაში-25 კრედიტ ქულა.
5. პულმონური ჰიპერტენზიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები პედიატრიაში-15 კრედიტ ქულა. გრძელვადიანი (7-21დღე).
ტრეინინგი: 1) ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია-თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. 2) ჰემოდინამიკის მართვა თერმოდილუციური მეთოდის (სვან-განცისკათეტერი) საშუალებით.
6. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე. 5 დღიანი კურსი ექიმებისთვის.
7. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე. 5 დღიანი კურსი ექთნებისთვის.
უმცროსი ექიმებისა და კლინიკური რეზიდენტების მომზადება.
ცნობებისათვის მიმართეთ პროგრამის ხელმძღვანელს, მამუკა ჩხაიძეს, ჯო ენის სამედიცინო ცენტრი, mchkhaidze@jame.ge tel: 51 70 64 (სამუშაო საათებში). ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ასოციაციების საშუალებით ვეხმარებით ახალგაზრდა ექიმებს (ჩვენს შფეროში) მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო გრანტები, დასავლეთ ევროპის წამყვან ცენტრებში ხანმოკლე (1 თვიდან 1 წლამდე) სტაჟირების გასავლელად.

პროექტები:

1. ”მძიმე სეფსისის და სეპტიური შოკის საერთაშორისო ჰაიდლაინთა კრებულის” თარგმნა და გამოცემა (კრებულის მიღება შეგიძლიათ საზოგადოების საშუალებით უფასოდ).
2. ექიმთა ჰოსტდიპლომური სასწავლო ცენტრი (ანესთეზიოლოგია, კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა ექსტრაკორპორული დახმარება).
3. ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრი.
4. ჩვენ დარგში საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა სემინარების ჩასატარებლად (Master Class).
5. ჩვენი საზოგადოების ჟურნალის გამოცემა.